-2
51 shares, -2 points

ზოგიერთი ავტომობილი თავისი დიზაინითა და წარსული ავტორიტეტით ისევ სარგებლობს მაღალი რანგის სტატუსით, არადა ისინი უკვე საკმაოდ დაბალი ფასი ღირს.

უმეტეს შემთხვევაში მაღალბიუჯეტურ ავტომობილს უფრო სწრაფად უვარდება ფასი, ვიდრე დაბალბიუჯეტურს. მაქსიმუმ 3-5 წელი და მისი ღირებულება განახევრებულია, ან კიდევ უფრო დაბალი, თუმცა ჩვენ მაინც მისი მიუწვდომელი ფასი გვახსოვს.

დავუშვათ გვაქვს 20000 აშშ დოლარი და გვინდა ამ თანხით ავტომობილის ყიდვა. ერთის მხრივ შეგვიძლია თბილისში არსებულ ავტოცენტრებს მივმართოთ და შევიძინოთ დაბალი კლასის ახალი ავტომობილი, ან ნაცნობობით შერჩეულ დილერთან ჩავუჯდეთ Copart-ს ან სხვა მსგავს ამერიკულ აუქციონებს და შევიძინოთ ავტომობილი, რომელიც სტატუსსაც აგვიმაღლებს და ბევრად დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს გადაადგილებისას.

სწორედ ამ ათეულში გთავაზობთ იმ ავტომობილების სიას, რომლებიც ბევრისთვის წარმოუდგენლად ძვირადღირებულია, სინამდვილეში კი 20000 აშშ დოლარში განბაჟებიანად “ვჯდებით”.

P.S.

თუ თქვენ გსურთ, რომ ავტომობილს თქვენთვის სტატუსი მოჰქონდეს ის უნდა გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად და აუცილებლად უნდა იყოს გარეცხილი! როგორი კარგი და ძვირფასი ავტომობილიც არ უნდა გყავდეთ გაურეცხავი აბსოლუტურად კარგავს მნიშვნელობას (ეს ნივას არ უხდება გარეცხვა).

*სურათები პირობითია!

  1. 10 CHEVROLET CORVETTE


    CORVETTE - სპორტულობისა და გამორჩეულობის სახელია! შეიძება მასში ვერ აღმოაჩინოთ ბოზონის ზურგიდან ათლილი ტყავის სავარძლები, მაგრამ სწორ გზაზე ჩქარი სიარული ნამდვილად შეუძლია!

    კლასიკური სპორტული დიზაინი აღტაცების გარეშე არავის ტოვებს!

  2. 9 PORSCHE PANAMERA


    PORSCHE - ეს უკვე სტატუსია! მაგრამ მარკეტინგულმა ეპოქამ მისი სტატუსი ცოტათი გააფუჭა.

    PORSCHE მყავს - უკვე ყველას CAYENNE წარმოუდგენია, არა და  პორშე საერთოდ არ იყო ყველგან მავალი და არც უყველასათვის მისაწვდომი. 

    PORSCHE PANAMERA ნამდვილად კარგი ავტომობილია, რომელსაც ყოველდღიურ გადაადგილებაში შეუძლია სიამოვნებაც მოგანიჭოთ სტატუსთან ერთად და თუ კარგად მოინდომებთ მის შეძენასაც მოახერხებთ 20000 აშშ დოლარში!

  3. 8 LAND ROVER RANGE ROVER EOVQUE


    ძალიან გრძელი სახელი აქვს, თან საქართველოში რომ ხშირად ამახინჯებენ ისეთი, მაგრამ ზოგადად LAND ROVER-ს აქვს ის, რაც მას ყოველთვის გამოარჩევს სხვა მარკებისგან. 

    მან თავის ბოლო 20 წლის ისტორიაში მფლობელი რამდენჯერმე გამოიცვალა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მას სტატუსი არასდროს დაუკარგავს! მისი ნებისმიერი მოდელი კლასიკური და თან ნოვატორული დიზაინით გამოირჩევა და მისი შორიდან შეცნობა ყველაზე ცუდი მხედველობის ავტომოყვარულსაც კი შეუძლია.

  4. 7 MERCEDES-BENZ CL


    "NLO" - ეს ამ ავტომობილის საქართველოში შერქმეული ზედმეტსახელია, რადგან პირველივე CL (C216), რომელიც თბილისში დაფიქსირდა ამ ნომერს ატარებდა. 

    ეს ავტომობილი ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება სტატუსის მატარებელი, რადგან ის გამორჩეული დიზაინისა და ისტორიის მქონეა.

  5. 6 MERCEDES-BENZ GL


    "ჯეელი" - მეტი რაღა უნდა დაერქმიათ გერმანელებს ამ ავტომობილისთვის, რომ ქართული "ტრანსკლიფცია" ასე მოხდენოდა?! 

    ეს ხომ ყველაზე დიდი ზომის მაღალი გამავლობის მერსედესია და ეს უკვე სტატუსია! თან მერსედესმა ამ სერიის წარმოება 2006 წლიდან დაიწყო და ის რაც არ უნდა ძველი იყოს მაინც "ახალია"!

  6. 5 MERCEDES-BENZ S CLASSE


    მოსიარულე სტატუსი! რომელიც შეგიძლიათ 10-20 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში შეიძინოთ.

    იმ შემთხვევაში თუ არ შეგხვდათ კარგი კომპლექტაცია ჩვენი ტაივანელი "ძმები" მას 63 AMG-ეს 1000 ლარში დაამსგავსებენ! და თქვენ გეყოლებათ ისეთი ავტომობილი, რომლითაც ნებისმიერ ადგილას მისულს სერიოზულად შემოგხედავენ. 

  7. 4 BMW Z4


    ეს მოდელი გაყიდვაში 2009 წელს გამოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ჩვენ ქვეყანაში მაინც იშვიათი ავტომობილია. მისი ძალიან დახვეწილი დიზაინი დროს მიყვება და ინარჩუნებს კარგი მანქანის სტატუსს.

  8. 3 BMW 6er GRAN COUPE


    როგორც მოგეხსენებათ მე-6 სერიის ეს მოდელი ოთხკარიანი კუპეა და ის გახლავთ MERCEDES CLS და AUDI A7-ს კონკურენტი. 

    აქ ჩამოთვლილი სამივე მოდელი თავის დროზე ძალიან ძვირი და იშვიათი ავტომობილი გახლდათ, მაგრამ დრომ მათაც დაატყო ხელი და დღეს ისინი 20000 აშშ დოლარის ფარგლებში მარტივად ხელმისაწვდომია. 

    თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს AUDI A7-სა და BMW 6er GRAN COUPE-ს გამორჩეულობა, რადგან ისინი შედარებით ნაკლებად გვხვდება თვალში.

  9. 2 MASERATI QUATTROPORTE


    ავტომოყვარულებს ემახსოვრებათ ამ ავტომობილის საქართველოში გამოჩენა. ის იყო ყველასათვის საოცნებო და მიუღწეველი "მოვლენა"!

    თუმცა ახლა მისი ფასი 10-15 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს და მიუხედავად ამ ფასისა ის მაინც გამორჩეული და იშვიათი ავტომობილია.

    - რა მანქანა გყავს?

    - მაზერატი... (პატარა პაუზა და მერე აყოლებ) კვატროპორტე!

    შეიძლება კითხვის ავტორს თქვენი ავტომობილის სურათიც კი არ უნახავს, მაგრამ მაშინვე ხვდება, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია! 

    საზოგადოების იმ ნაწილმა კი, რომელმაც ამ ავტომობილის დაცემული ფასის შესახებ იცის, მაინც კეთილგანწყობილია მისი მფლობელის მიმართ, რადგან ის აშკარად არ არის ბანალური და მას BMW X6-ს ნაცვლად ყავს ავტომობილი, რომელსაც ცოდნა უნდა.


  10. 1 BENTLEY CONTINENTAL GT


    ჰო, ამ ავტომობილს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება!

    არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ასაკსა და გემოვნებას! ყველა თანხმდება, რომ ეს ავტომობილი მოსიარულე სტატუსია! 

    თუ თქვენი მიზანია "მტერს თვალი დაუბრმაოთ" 2017 წლის პრიუსის ნაცვლად სჯობს ეს ავტომობილი შეიძინოთ. მერე რა რომ ის 10 წლით ბებერი იქნება...


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

-2
51 shares, -2 points

კომენტარები

კომენტარი