0
2 shares

2020 წლის ზაფხულის ბოლოს ევროპის ავტო შოუებზე 2016 წლის E Klasse-ის Facelift-ის გამოჩენას ელიან.

როგორც მოგეხსენებათ მოდელის შექმნიდან მეოთხე წელიწადს მწარმოებელი მის გაუმჯობესებულ მოდელს გვთავაზობს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ის პრობლემები თუ ხარვეზები, რომლებიც პირველ მოდელს ჰქონდა გამოსწორებული იქნება.

ამის გარდა ის მცირეოდენ ვიზუალურადაც უნდა განსხვავდებოდეს, რასაც მწარმოებელი სავარაუდოდ ამ შენიღბვაში მალავს. გამოცდილი თვალის მქონე მერსედესის მოყვარულები აცხადებენ, რომ ვიზუალურად განსაკუთრებული განსხვავება არ იქნება, თუმცა ლას ვეგასში მოძრავ ამ იდულამ ავტომობილებს უკვე ეტყობათ, რომ  განსხვავებული წინა და უკანა მხარე ექნებათ. 

რაც შეეხება მის კომფორტს, ის როგორც ამ ეპოქის მერსედესებს შეეფერებათ აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციებით, როგორიცაა ჰაერის ხარისხის კონტროლი, სრულად ციფრული დისპლეი, "Intelligent Drive" – აქტიური საჭის მართვის სისტემა, მუხრუჭების გონიერი სისტემა და სხვა ბევრი ფუნქცია, რომელიც მძღოლს ეხმარება ავტომობილის კომფორტულად მართვაში.

სავარაუდოდ ამ მოდელებში ახალი ძრავებიც მოხვდება, როგორიცაა 2.0 ჰიბრიდული 4 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც 268 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 3.0 მიმდევრობითი 6 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც 362 ცხენის ძალას გვთავაზობს.

სრული ინფრომაციისთვის კი მოგვიწევს დაველოდოთ მის ავტო-შოუებზე წარმოდგენას.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

0
2 shares

კომენტარები

კომენტარი