2
123 shares, 2 points

ყველა ავტომოყვარულის (და არა მარტო მათი) საყვარელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი ყოველთვის გამოირჩეოდა მისი სარკაზმული გამონათქვამებით. შესაძლოა სწორედ ეს იყოს მისი წარმატების ფორმულა.

ის ცნობილი სატელევიზიო შოუ Top gear-ის წამყვანი 2002 წლიდან 2015 წლამდე იყო, ხოლო დღემდე The Grand Tour-ს წამყვანი გახლავთ.

მისი ცნობილი გამონათქვამები ბევრად მეტია ვიდრე ჩვენს ათეულში მოხვდა, თუმცა ჩვენ შევარჩიეთ შედარებით უცნობი ვარიანტები.

*ბოდიშს მოგიხდით უხეში თარგმნისათვის.

  1. 10 BUS LANE-ების არ მესმის! რატომ უნდა მივიდეს ღარიბი ხალხი სადმე ჩემზე ადრე?!


  2. 9 ეს ავტომობილი ბევრად სახალისოა ვიდრე მთელი საფრანგეთის სამხედრო ავიაციის შეჯახება ფოიერვერკების ქარხანაზე.


  3. 8 რათქმა უნდა ის ამერიკელებმა გამოიგონეს, რათა მსუქანი იანკები მაცივართან ენერგიის დახარჯვის გარეშე მივიდნენ.


  4. 7 ეს ავტომობილი იმდენ საწვავს მოიხმარს, რომ უმჯობესია მისი ძრავა დელფინის ხორცზე მუშაობდეს, რათა ეკოლოგიის დამცველებმა ნაკლები ინერვიულონ.


  5. 6 მე მაქვს ნანახი განგრენა, რომელიც უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრე ეს!


  6. 5 ეს ავტომობილი ჰერპესს გავს. მისი დათრევის პროცესი მეტად სასიამოვნოა, ვიდრე შემდეგ მასთან ერთად ცხოვრება.


  7. 4 სიჩქარეს არავინ მოუკლავს! მოძრაობის უეცარი შეჩერება - აი რა კლავს!


  8. 3 Top gear-ს ყოველკირა ბრიტანეთში 8 მილიონი ადამიანი უყურებს, დანარჩენმა მოსახლეობამ სხვა უკეთესი გასართობი იპოვა, მაგალითად ფანჯარაში ყურება ან ინსულტი. ეს ხალხი Peugeot-ს კლიენტები არიან.


  9. 2 ერთადერთი ადამიანი, რომელიც 4-კაციან კაბრიოლეტში კარგად გამოიყურებოდა ადოლფ ჰიტლერი იყო.


  10. 1 ყოველთვის, როცა უძილობა მაწუხებს შევხედავ TOYOTA Camry-ს სურათს და მაშინვე ვითიშები!



მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

2
123 shares, 2 points

კომენტარები

კომენტარი