1
63 shares, 1 point

ეს პრობლემა აწუხებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს, გარდა იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებისა, რომლებიც ნავთობის მომპოვებლები არიან.

საქართველოში საწვავის გაძვირებას ბევრი უკმაყოფილება მოყვა, მაგრამ სამწუხაროდ ამით საწვავის ფასი არ კლებულობს.

მძღოლებს კი ისღა დარჩენიათ რაიმე მოიმოქმედონ, რაც მათ გადაადგილებას გააიაფებს. ამისათვის ქართველმა მძღოლებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს. თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში აღარ მოძრაობს დიდი ზომის ავტომობილები, რომლებიც 10-15 წლის წინ ძალიან “მოდაში” იყო. ასევე დაიმსხვრა ის სტერეოტიპი, რომ ალტერნატიულ საწვავზე გადასვლა “ტეხავს” და ხშირად შეამჩნევთ მაღალი კლასის ავტომობილების საბარგულში დიდი ზომის ბალონს.

  1. 1 საზოგადოებრივი ტრანსპორტი


    იყო დრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბევრ ჩვენ მოქალაქეს "უტყდებოდა" და თუ მაინც მოუწევდა ოცნებობდა, რომ არავის დაენახა. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ თუ ვინმე ავტობუსით მგზავრობს რაღაც რიგზე ვერ აქვს. საბედნიეროდ ეს შეხედულება დღითიდღე ისტორიას ბარდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მეტი და მეტი ადამიანი გადაადგილდება. 

    იმ შემთხვევაში თუ მოკლე მანძილზე გიწევთ გადაადგილება უმჯობესია უარი თქვათ საკუთარ ავტომობილზე და დაემგზავროთ ავტობუსს, რომელიც მისთვის გამოყოფილ გზაზე დადის და ბევრად სწრაფად გადაადგილდება ვიდრე მსუბუქი ავტომობილები.

    ეს აგარიდებთ ქალაქში დამღლელ მდორე მოძრაობას, შუქნიშნებზე დგომას და ბოლოს ავტოსადგომის ძებნას.

    ასევე თქვენ წვლილს შეიტანთ ქალაქის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქებაში.

  2. 2 ძრავის ზეთი


    ძრავის ზეთს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, როგორც ძრავის მოვლაში ისე საწვავის ეკონომიურად მოხმარების ნაწილში.

    მოგეხსენებათ ზეთი ამცირებს ხახუნის ძალას, რომელიც ძრავს უნარჩუნებს რესურსს და ამავდროულად უმსუბუქებს მუშაობის პროცესს, რაც ავტომატურად აისახება საწვავის მოხმარებაზე. 

    იმისათვის, რომ კარგი ეფექტი მივიღოთ საჭიროა ძრავისთვის ზუსტად შევარჩიოთ ზეთი. სწორად შერჩეული ზეთი უკეთ ემსახურება ძრავს და მისი გამოყენება შესაძლებელია შედარებით ხანგძლივი დროით.

    ასევე მნიშვნელოვანია ზეთის ხარისხი - მასში თანხის დაზოგვა არ ღირს, რადგან დაბალფასიანი ზეთით ნაკლებ მანძილს გაივლით და ამავდროულად თქვენ ძრავს შეუმცირებს რესურსს.

  3. 3 საბურავები


    საწვავის ეკონომიისთვის ასევე მნიშვნელოვანია საბურავებისა და დისკების სწორად შერჩევა. საბურავების სწორად შერჩევაში იგულისხმება, რომ თქვენ ავტომობილს უნდა მოარგოთ ქარხანა-დამამზადებლის მიერ რეკომენდებული ზომა და სეზონისთვის საჭირო საბურავები.

    საბურავის არასწორი ზომა გამოიწვევს მის განსხვავებულად ბრუნვას, რაც გაზრდის საწვავის მოხმარებას. გარდა ამისა ცდომილებას მოგცემთ სიჩქარის მაჩვენებელიც (სპიდომეტრი).

    რაც შეეხება დისკებს - ის რაც უფრო მსუბუქია მით უფრო უმარტივდება მისი დაბრუნება ძრავს, ამით იზრდება ავტომობილის აჩქარება და მცირდება საწვავის მოხმარება.

  4. 4 საბურავებში სწორი წნევა


    იმ დროიდან, როდესაც საქართველოში მოუწესრიგებელი იყო გზები, ქართველი მძღოლები დაეჩვია საბურავების დაბალ წნევაზე დაბერვას, რაც უზრუნველყოფდა ავტომობილის რბილად გადაადგილებას. თუმცა ეს ამავდროულად ზრდის გზის საფართან ხახუნის ძალას და ზრდის საწვავის მოხმარებას. ამიტომ უმჯობესია საბურავები დაბეროთ ქარხანა-დამამზადებლის მიერ რეკომენდებულ წნევაზე.

  5. 5 თვლების შეყრა


    აუცილებელია ავტომობილის თვლები ერთმანეთთან და შემდგომ ყველანი ერთად ავტომობილის ძარასთან იყოს სწორი კუთხითა და გრადუსით.

    მისი დარღვევა იწვევს ავტომობილის რთულად მანევრირებას, საბურავების არასწორად და გადაჭარბებულად ცვეთას და საწვავის ხარჯის ზრდას.

    იმის გარდა, რომ საწვავის ხარჯი იზრდება ე.წ. "კვადრატის" დარღვევა საფრთხეს უქმნის მძღოლს ისეთ მომენტებში, როდესაც ავტომობილი მოძრაობს მოსველებულ ან მოყინულ საფარზე. ახსნამ რომ შორს არ წაგვიყვანოს უმჯობესია ყველა ღონე იხმაროთ, რათა ავტომობილის ეს ნაწილი იყოს მოწესრიგებული.

  6. 6 ფილტრები


    ფილტრი - ეს იქნება საწვავის, ჰაერის თუ ზეთის, ყველა მათგანი უფრთხილდება ძრავს და იცავს დაბინძურებისგან. თუ ჰაერისა და საწვავის ფილტრები დროულად არ გამოიცვალა, მათი დაბინძურებული შრეები კარგავს გამტარიანობას და ხელს უშლის ძრავში საწვავისა და ჰაერის შეღწევას. ეს კი თავის მხრივ ხელს უშლის ძრავში სწორად მოხდეს აალება და საწვავის ეფექტურად მოხმარება.

  7. 7 აალების სანთელი


    უმეტესი ქარხანა-დამამზადებლის რეკომენდაციით აალების სანთლები უნდა გამოიცვალოს 25000კმ.-ში ერთხელ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინებისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საჭიროა აალების სანთლების სწორად შერჩევა. ანუ უნდა მოხდეს კონკრეტულად იმ სანთლების გამოყენება, რომლებიც მოთხოვნილია ქარხანა-დამამზადებლის მიერ. მათი არასწორად შერჩევა გაზრდის საწვავის მოხმარებას და შეასუსტებს ძრავს.

  8. 8 მართვის მანერა


    საწვავის ეკონომიაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე მძღოლი.

    მისი ტარების მანერა იძლევა ყველაზე დიდ შედეგს.

    იმისათვის რომ მძღოლმა მიაღწიოს წვაში ყველაზე მაღალ ეფექტურობას, საჭიროა:

    1. ავტომობილის მართვა თანაბარი სიჩქარით.

    2. სტაბილური მოქმედება აქსელერატორის სატერფულთან.

    3. ზედმეტად დამუხრუჭებისა და შემდგომ ზედმეტად აქსელერაციის თავიდან არიდება.

    4. ძრავის გამორთვა იმ შემთხვევაში თუ შუქნიშანზე ან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში 10 წამზე მეტი დროით ხდება შეყოვნება.

    ეს და სხვა მსგავსი მოქმედებების ერთობლივობა ქმნის კარგ ეკონომიას. ამით თქვენ ერთის მხრივ დაზოგავთ საწვავს და მეორეს მხრივ დადებითად იმოქმედებთ ეკოლოგიაზე.

  9. 9 კრუიზ კონტროლი


    თუ თქვენ ხშირად გიწევთ ქალაქგარეთ მგზავრობა უმჯობესია გამოიყენოთ კრუიზ კონტროლი, რომელიც გარდა კომფორტისა უზრუნველყოფს ძრავის ეფექტურად გამოყენებას. ანუ ის აწვდის იმდენ საწვავს, რამდენიც ავტომობილს მინიმალურად ესაჭიროება იმ კონკრეტული სიჩქარისათვის.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

1
63 shares, 1 point

კომენტარები

კომენტარი