0
1 share

საწვავის მოხმარების შემცირება უპირატესი ამოცანაა ავტომწარმოებლებში. ეს ერთის მხრივ დადებითად აისახება მფლობელის ჯიბეზე და მეორეს მხრივ აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

მსოფლიოში ისეთი დიდი ავტო ბაზარი, როგორიც ამერიკაა უკვე უპირატესობას დაბალხარჯიან ავტომობილებს ანიჭებს. თუ გასული საუკუნის ბოლოს ამერიკელი მძღოლები უპირატესობას დიდ კუბატურიან და ბევრ ცილინდრიან ავტომობილებს ანიჭებდნენ დღეს უკვე იზრდება ტურბინირებულ და ჰიბრიდულძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნა.

აქ კი წარმოგიდგენთ სწორედ, რომ ამერიკის ბაზარზე შერჩეულ 5 ავტომობილს, რომლებიც გამოირჩევა დაბალი ხარჯითა და ხელმისაწვდომობით.

  1. 1 Chevrolet Spark


    მართალია ეს ავტომობილი ამერიკის ქუჩებისთვის უჩვეულოდ მცირე ზომისაა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უკვე ამერიკაც კი "კადრულობს" ასეთი ზომის ავტომობილებს, რადგან ის ერთი გალონით 38 მილს გადის, რაც ჩვენებურად დაახლოებით 6ლ/100კმ-ზე უდრის.

    ის აღჭურვილია 1.4L ECOTEC 4 ცილინდრიანი ძრავით და 98ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. მისი ფასი კი 14'095 აშშ დოლარიდან იწყება.

  2. 2 Nissan Versa


    Nissan Versa ანუ ჩვენებურად TIIDA კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურება ვიდრე შევროლე და კიდევ უფრო ეკონომიურად მოიხმარს საწვავს. ეს ავტომობილი, რომლის ფასიც 15'700 აშშ დოლარიდან იწყება 1 გალონით დაახლოებით 40 მილს გაგატარებთ, რაც იგივეა 5.9ლ/100კმ-ზე.

  3. 3 Toyota Corolla Hatchback


    Toyota Corolla Hatchback ამ ხუთეულში იმის გამო მოხვდა, რომ ის დაახლოებით 5.6ლიტრს მოიხმარს ყოველ 100კმ-ზე და მისი საწყისი ფასი 20'300 აშშ დოლარია.

    ეს ავტომობილი აღჭურვილია 2.0L 4 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 168 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

  4. 4 Honda Fit


    Honda Fit (JAZZ) რომელიც სილამაზით ვერ დაიკვეხნის, ამერიკელებმა ამ სიაში მაინც მოახვედრეს.

    მისი საწვავის ხარჯი ისევე როგორც NISSAN TIIDA-ს 5.9ლიტრს შეადგენს ყოველ 100კმ-ზე, ხოლო სიმძლავრე 130ცხ.ძ.

  5. 5 Mitsubishi Mirage


    Mitsubishi Mirage ისევე როგორც დანარჩენი ამ სიაში მოხვედრილი ავტომობილები დაახლოებით 6 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს 100კმ-ზე, თუმცა ძრავის სიმძლავრე შესამჩნევად დაბალი აქვს. თანამედროვე ეპოქაში 78ცხ. ძალა მეტისმეტად მცირეა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მას 0-დან 100კმ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის 13 წამი სჭირდება.

  6. 6 Shelby Mustang


    როგო შეიძლება ამერიკული ხუთეული ამერიკული სიამაყის გარეშე?!

    ვერ მოითმინეს და ხუთეულში მეექვსე ნომრად ეს ელეგანტური ავტომობილი შემოიყვანეს. ის 100კმ-ზე 16ლ. საწვავს მოიხმარს. ამაში განსაკუთრებული არაფერია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი V8 ტიპის ძრავა 760 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.5 წამი სჭირდება.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

0
1 share

კომენტარები

კომენტარი