1
4 shares, 1 point

ბორბალი კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოგონებაა, მის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანს ცივილიზაციისთვის მიეღწია.

ბორბალი ავტომობილისთვისაც უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელიც ჩვენ საბურავის სახით მოგვევლინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნებოდა ხის და ავტომობილი ივლიდა როგორც ურემი.

ბორბალზე ერთ-ერთმა ცნობილმა კომიკოსმა თავის გამოსვლაში ასეთი ხუმრობა თქვა: “The guy who invented the first wheel was an idiot. The guy who invented the other three, he was a genius.” (იდიოტი იყო ის ვინც პირველი ბორბალი გამოიგონა, გენიოსი კი ის ვინც დანარჩენი სამი).

ამ ხალისიან ნოტაზე გავაგრძელებთ საბურავებზე სახალისო ინფორმაციის მოწოდებას, რომელიც ჩვენამდე სხვადასხვა ინტერნეტ ვებ-გვერდებიდან მოვიდა, თუმცა მის სინამდვილეზე თავს ვერ დავდებთ.

  1. 1 ე.წ. “artillery wheels”


    პირველი თაობის ბორბლები “artillery wheels” - ანუ ქანჩით აწყობილი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ რა სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული მისი დაშლა-აწყობა.

  2. 2 თეთრი საბურავები


    როგორც ამბობენ პირველი 25 წელი ყველა ავტომობილის საბურავი თეთრი ფერის იყო. ეს იყო გვერდითი მოვლენა, რომელიც გამოიწვია სიმკვრივის გამო რეზინში თუთიის ოქსიდის დამატებამ.

  3. 3 მანათობელი საბურავები


    1961 წელს Goodyear-მა საექსპერიმენტოდ დაამზადა საბურავები, რომლებიც შიგნიდან ნათდებოდა. თუმცა ამ საბურავებს გზაზე არასდროს გაუვლიათ.

  4. 4 “Run-flat”


    ე.წ. "Run-flat" საბურავები გამოირჩევა მისი სქელი გვერდებით, რომელიც უზრუნველყოფს დაშვებული საბურავით დაახლოებით 150კმ-ს მანძილზე გადაადგილებას.

    ამ საბურავებს წარმატებით იყენებს BMW, რადგან ამოღებული აქვს ხმარებიდან სათადარიგო საბურავები.

  5. 5 გაცვეთილი საბურავები


    ყოველწლიურად 250 მილიონზე მეტი საბურავი ამოდის ხმარებიდან. მათი უბრალოდ გადაყრა არ შეიძლება, ამიტომ მათ უმეტეს ნაწილს, გადამუშავების შემდგომ ასფალტში ურევენ. ზოგიერთი ქარხანა კი მისგან ახალ საბურავს ამზადებს.

    გარკვეული ნაწილი კი საქართველოში შემოდის მეორადად გამოყენების მიზნით და სამწუხაროდ საქართველოში მისი გადამუშავება აღარ ხდება.

  6. 6 მეტრული/იმპერიული


    ეს ორი განზომილება მუდმივ სირთულეებს იწვევს, მაგრამ ყველაზე სახალისო ისაა, რომ მთელი მსოფლიო დისკებს დიუმებში ზომავს, ხოლო საბურავს მილიმეტრებში.

    ანუ სურათზე ნაჩვენები საბურავი სიგანეში 255 მილიმეტრია, ხოლო მისი ზომა 18 დიუმია.

    ასევე საყურადღებოა ისიც, რომ საბურავის დაშვებული სიჩქარე განსაზღვრულია კილომეტრებში.

  7. 7 სიჩქარის ინდექსი


    საბურავის სიჩქარის ინდექსები განისაზღვრა ინგლისური ანბანის მიხედვით. მისი პირობითი აღნიშვნა იწყება ასო-ბგერა "A"-დან და მთავრდება "(Y)"-თ.

    თუ დააკვირდებით გრაფაზე მოცემული თანმიმდევრობა არასწორია... ეს იმის გამო, რომ იმ დროს როდესაც საბურავების სიჩქარის განსაზღვრა მოხდა არავის ეგონა თუ ინდექსი "Z"-თ განსაზღვრული სიჩქარე (240+კმ/ს) არასაკმარისი იქნებოდა, ალბათ დადგება დრო და (Y) ინდექსიც დაკარგავს თავის ლიდერობას. 

  8. 8 LEGO


    სათამაშოების კომპანია LEGO მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელია საბურავების. ის წელიწადში 306 მილიონ პატარა საბურავს ამზადებს მისი სათამაშოებისთვის.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

1
4 shares, 1 point

კომენტარები

კომენტარი