0

აუქციონებისთვის 2019 წელი არც ისე გამორჩეული იყო, თუმცა მიუხედავად ამისა გაყიდული ავტომობილების ჯამური ღირებულება – 245.5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

აუქციონის ყურადღების ეპიცენტრში Porsche Type 64 მოექცა, ის იმ სამად-სამი ეგზემპლარიდან ერთერთი იყო, რომელიც თვით ფერდინანდ პორშესა და მის შვილ ფერის მფლობელობაში იყო.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს მოდელი აუქციონის მსვლელობისას დაშვებული შეცდომის გამო არ გაიყიდა. 

აქ კი გთავაზობთ იმ საუკეთესო ათეულს, რომელსაც 2019 წელს კოლექციონერების მხრიდან განსაკუთრებული ღირებულება მიენიჭა.

  1. 10 2002 Ferrari F2002 Race Car ($6,643,750)


    2002 წლის Ferrari რომელიც აბუ დაბიში გამართულ აუქციონზე გაიყიდა გახლდათ მიხაელ შუმახერის ბოლიდი. მან შუმახერს მეხუთე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც კი მოუტანა. აღნიშნული ბოლიდი ფერარის გუნდმა მხოლოდ მესამე რაუნდის შემდეგ გამოიყენა, რადგან პირველი სამი რაუნდი მიხაელ შუმახერი 2001 წლის განახლებული მოდელით ასპარეზობდა.

  2. 9 1958 Ferrari 250 GT Series I Cabriolet ($6,800,000)


    ულამაზესი Ferrari, რომელიც მონტერეიში გამართულ აუქციონზე 6.8 მილიონად გაიყიდა 40 ეგზემპლარიდან მეთოთხმეტეა. იგი 1950-ანი წლების ერთერთი საუკეთესო სპორტული ავტომობია და ამას ისიც ემატება, რომ ის Pininfarina-ს შექმნილია.

    Ferrari 250 GT PF-ში მოთავსებულია V12 ტიპის ძრავა და მას 250 ცხენის ძალამდე გამომუშავება შეუძლია.


  3. 8 2017 Pagani Zonda Aether ($6,812,500)


    Pagani Zonda Aether Roadster აბუ დაბის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილია. გარდა ამისა ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული Pagani Zonda გახდა.

    Pagani Zonda ზოგადად იშვიათად გვხვდება აუქციონებზე, მაგრამ ეს მოდელი კიდევ უფრო იშვიათია. მასში მოთავსებულია 7.3 ლიტრის მოცულობის V12 ტიპის ძრავა, რომელსაც 750 ცხენის ძალა აქვს და რაც აღსანიშნავია იგი აღჭურვილია მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

    აუქციონამდე ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული ავტომობილი 4.5 მილიონად გაიყიდებოდა, თუმცა ის 6 812 500 დოლარად გაიყიდა!

  4. 7 1963 Ferrari 250 GT SWB Berlinetta ($7,595,000)


    Ferrari 250 GT SWB Berlinetta, რომლის ყოფილი მფლობელი გახლდათ ჰოლივუდის მსახიობი - ნიკოლას ქეიჯი სულ რაღაც 7 595 000 დოლარად გაიყიდა. Ferrari 250 GT SWB Berlinetta 96 ეგზემპლარიდან ერთერთი გახლავთ, თუმცა მის ფასზე არც ამან იმოქმედა ის იმაზე ნაკლებ ფასად გაიყიდა ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ.

  5. 6 1965 Ford GT40 Roadster Prototype ($7,650,000)


    Ford GT40 Roadster Prototype გახლავთ ყველაზე ძვირფასი ამერიკული ავტომობილი, რომელიც 2019 წლის აუქციონებზე გაყიდულა. არც არის გასაკვირი, რადგან აღნიშნული მოდელი გახლავთ ერთადერთი ეგზემპლარი და მისი მეორე მოდელი არც არასდროს დამზადებულა.

    ასევე ეს ავტომობილი გახლავთ ის ერთადერთი, რომელიც ინახავს ისტორიას, მას მართავდა თვით შელბი, კენ მაილსი, ჯიმ კლარკი, სერ ჯონ უითმორი და დიკი ეტვუდი.


  6. 5 1962 Ferrari 250 GT SWB Berlinetta ($8,145,000)


    Ferrari 250 GT SWB Berlinetta-ს მოერე ეგზემპლარი, რომელიც 2019 წელს აუქციონზე გამოვიდა პირეველთან შედარებით ძვირად გაიყიდა, თუმცა მანაც ვერ შეძლო იმ უმაღლეს ნიშნულამდე მიღწევა, რომელიც 2016 წელს დაფიქსირდა. 2016 წლის აუქციონზე Ferrari 250 GT SWB Berlinetta 9 000 000 დოლარად გაიყიდა.

  7. 4 2014 Lamborghini Veneno Roadster ($8,337,182)


    Lamborghini Veneno Roadster რომელიც სულ რაღაც 9 ეგზემპლარად გამოვიდა, მწარმოებელმა ისინი პირველივე დღეებში  3 000 000 დოლარად გაიყიდა. თუმცა ამ კონკრეტულ ეგზემპლარს განსაკუთრებული ისტორია გააჩნდა. იგი ეკუთვნოდა ეკვატორული გვინეის კორუმპირებული პრეზიდენტის შვილს, რომელიც მათ ჩამოერთვათ და აუქციონის საშუალებით გაიყიდა სხვა მთთვის ჩამორთმეულ ავტომობილებთან ერთად.

  8. 3 1958 Ferrari 250 GT LWB California Spider ($9,905,000)


    Ferrari 250 GT LWB California Spider გახლავთ მეთერთმეტე ეგზემპლარი 50 ერთეულიდან, რომელიც გრძელი საბურავებს შორის ბაზით დამზადდა.

    ეს ასევე იმ იშვიათ ეგზემპლარს წარმოეადგენს, რომელიც ქარხნულად დახურული წინა ფარებით დამზადდა.

  9. 2 1939 Alfa Romeo 8C 2900B Touring Berlinetta ($18,563,605)


    Alfa Romeo, რომელიც 2019 წელს აუქციონზე 18 563 605 დოლარად გაიყიდა გახლდათ ყველაზე უხუცესი ავტომობილი. ის ერთერთია 5 ეგზემპლარიდან, რომელიც Carrozzeria Touring Berlinetta-ში დამზადდა. 

    მისი ელეგანტური დიზაინის ქვეშ 8 ცილინდრიანი 2.9 ლიტრიანი ძრავა და ორი კომპრესორი იმალება!


  10. 1 1994 McLaren F1 LM-Specification ($19,805,000)


    2019 წლის აუქციონებს შორის ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილის ტიტული McLaren F1 LM-მა მოიპოვა! ის არამხოლოდ 2019 წლის, არამედ McLaren-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული მოდელია!

    McLaren F1 სულ 64 ეგზემპლარად დამზადდა, თუმცა LM (Le Mans) ვერსია მათგან მხოლოდ ორია. ეს კონკრეტული ეგზემპლარი კი მეტი კომფორტულობისთვის აღჭურვილია კონდიციონერის გაუმჯობესებული სისტემით.

    აუქციონი მეტად საინტერესოდ წარიმართა, მისი ფასი 19.8 მილიონ დოლარამდე ოთხმა მონაწილემ 5 წუთზე ნაკლებ დროში აიყვანეს და ეს იშვიათი McLaren F1 LM ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი გახადეს, რომელიც 1960 წლის შემდეგ არის დამზადებული.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

0

კომენტარები

კომენტარი