-1
52 shares, -1 points

2010 წლის 7 სექტემბერს, Ty-154M ასრულებდა რეისს იაკუტი-მოსკოვი, რა დროსაც მას შეექმნა მთელი რიგი პრობლემები.

თვითმფრინავს გაეთიშა ელექტროენერგიით მომარაგება, რის გამოც პილოტებმა წვდომა დაკარგეს ყველა მაჩვენებელზე. მათ არ მიეწოდებოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, როგორიცაა ჰორიზონტი, სიჩქარე, სიმაღლე და სხვა.

ბორდის კაპიტანმა მაშინვე გადასცა საავარიო განგაში სადისპეჩეროს და მოითხოვა მათთვის საავარიო აეროპორტის მოძიება, თუმცა ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო სადისპეჩეროსთან კავშირი მანამდე შეწყდა, სანამ ისინი პასუხს გასცემდნენ.

ამას ისიც დაემატა, რომ საწვავის მაჩვენებელმა პილოტებს არასაკმარისი რაოდენობის შესახებ აცნობა, რაც ნიშნავდა იმას, რომ საწვავის ის ტუმბოები გაითიშა, რომლებიც ფრთებში განთავსებული ავზებიდან საწვავს ცენტრალურ ავზს აწვდიდა.

საბედნიეროდ ძრავები საწვავს ცენტრალური ავზიდან მექანიკური ტუმბოს საშუალებით იღებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თვითმფრინავს კიდევ 30 წუთის განმავლობაში ფრენა შეეძლო.

თუმცა ეს საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ მათ რომელიმე აეროპორტამდე მიეღწიათ, თან იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი აეროპორტი მათი მოსაძებნი იყო, რადგან მიწასთან კავშირი დაკარგული ჰქონდათ.

პილოტებმა გადაწყვიტეს, რომ დარჩენილი საწვავი დასაჯდომი ბილიკის ვიაზუალურად ძებნისთვის გამოეყენებინათ და დაშვებულიყვნენ ღრუბლებს დაბლა.

მათ თვალწინ უზარმაზარი ტყის მასივი აღმოჩნდა. არსად ჩანდა არც სამანქანო გზა და არც მინდვრები, მითუმეტეს თვითმფრინავის დასაჯდომი ბილიკი. პილოტებმა თვითმფრინავის მდინარეზე დაჯდომა გადაწყვიტეს, რა დროსაც ერთ-ერთმა პილოტმა ასაფრენი ბილიკი შენიშნა. 

ეს გახლდათ ვერტმფრენების მიტოვებული აეროდრომი, რომელიც სოფელ იჟმაში მდებარეობდა. აეროდრომის ასაფრენი ბილიკი არ იყო აღჭურვილი იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც საჭიროა თვითმფრინავის დასაფრენად. აქ უკვე ყველაფერი პილოტების პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული.

პილოტების პირველივე თავსატკივარი ასაფრენი ბილისკის სიგანე და უფრო უარესი – სიგრძე იყო, მაგრამ სხვა გზა მათ აღარ ჰქონდათ. ორი საცდელი წრე დაარტყეს აღნიშნულ აეროდრომს და მესამე წრეზე დაჯდომას შეეცადნენ.

როგორც მგზავრები აღნიშნავენ თვითმფრინავი ძალიან რბილად დაჯდა აღნიშნულ ბილიკზე, თუმცა ბილიკის მანძილი გასაჩერებლად არასაკმარისი იყო და თვითმფრინავი ტყის მასივში შევარდა.

მიუხედავად ყველაფრისა თვითმფრინავმა მცირედი დაზიანაბები მიიღო და მასზე მყოფი არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.

ამ რეისის გმირები მაშინვე გამოვლინდნენ, გადარჩენილმა მგზავრებმა პილოტებს ტაშითა და ოვაციებით მადლობაც გადაუხადეს, თუმცა არავინ იცოდა იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა და არანაკლებ დიდი მონაწილეობა მიიღო ამ კატასტროფის თავიდან აცილებაში.

სერგეი სოტნიკოვი

ბატონი სერგეი სოფელ იჟმას აეროდრომის მაშინდელი ერთადერთი თანამშრომელი გახლდათ, იგი აღნიშნულ აეროდრომში 1978 წლიდან მუშობდა (თითქმის გახსნის დღიდან).

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას ჩააბარეს ვერტმფრენების ასაფრენი ბილიკი და რამდენიმე დაცარიელეებული შენობა, სადაც ადრე 126 ადამიანი იყო დასაქმებული.

მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელები მის შრომას არასერიოზულად უყურებდნენ, ის მაინც მუდმივად უვლიდა ასაფრენ ბილიკს და წმინდავდა მას ხეებისგან. მოგეხსენებათ ბილიკი, რომელზეც 20 წლის მანძილზე არაფერს გაუვლია ბუნება თავის ხელს დაატყობდა.

რომ არა ბატონი სერგეის უანგარო შრომა Ty-154M მასზე უსაფრთხო დაშვებას ვერ განახორციელებდა. დაზიანებული ასაფრენი ბილიკი კატასტროფის გარდაუვალი მიზეზი გახდებოდა.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

-1
52 shares, -1 points

კომენტარები

კომენტარი